საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების საზოგადოება 2024 წლის 12 აპრილს გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 20 მარტამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tsu1918@tsu.ge

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 25 მარტი

კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.

საკონტაქტო პირები:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, ასოც. პროფესორი თინათინ ბოლქვაძე
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

იხ. თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word-სა და იდენტური შინაარსის შემცველ PDF-ში) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

  1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
  2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
  3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
  4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
  5. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
  6. 3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
  7. ფორმატი — A4
  8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)
  9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.
  10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
  11. თეზისის მოცულობა:  500-600 სიტყვა.
  12. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:
  • ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
  • ბოლოს — საკვანძო სიტყვები.
თარიღი: 19/02/2024